კომპანია YACCO „პატარა როზალის“ ისტორია

\\"history4\\"\

გასული საუკუნის 30-იან წლებში, გამოყენებული საავტომობილო ზეთები არ გამოირჩეოდნენ მაღალი ხარისხით-იშვიათი არ იყო შემთხვევები, როდესაც ხდებოდა ძრავის ნაწილების გატეხვა ან დაშლა, თანამედროვე საზომით მცირე გავლილ მანძილზე.

         სწორედ ამ დროს  La Hispano-Suiza, Fábrica de Automóviles, S.A. (ესპანურ-შვეიცარიული საავტომობილო ფაბრიკა) (ისპანო სიუზა) ესპანური ავტომწარმოებელი კომპანია, რომელიც შეიქმნა 1904 წელს და თავიდანვე დაკავებული იყო „ლუქსის“ კლასის ავტომობილების წარმოებით, ასევე აწარმოებდა საავიაციო ძრავებს, არეგისტრირებს 1919 წელს საფრანგეთში ერთობლივად ფრანგ მეწარმესთან ჟან დანტიაკოსთან, საპოხი მასალების წარმოებისა და რეალიზაციის კომპანიას, რომელმაც მიიღო დასახელება   YACCO. ახალგაზრდა წარმოების წარმატება იყო პარიზის ავტოსალონი 1923 წელს და მყიდველების სასურველი გამოხმაურება აძლევს შესაძლებლობას კომპანიას შეუდგეს ძიებას ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებისა ზეთების თვისებების გაუმჯობესებაზე - ფრანგული კომპანია გახდა პირველი მწარმოებელი, რომელმაც შეძლო გამოშვებული ძრავის ზეთებში დანამატების დამატების გზით მახასიათებლების სტაბილიზირება. სწორედ თავისი მინერალური ზეთების ხარისხის დემონსტრირების მიზნით კომპანია YACCO 30-იანი წლების დასაწყისიდან უკეთებს ორგანიზებას ავტორბოლებს ავტოდრომ Autodrome de Montlhéry (მონტლერის ავტოდრომი) პარიზის მახლობლად.

               ყველაზე ბევრი რეკორდი დროზე და გრძელ დისტანციაზე დამყარებულია ამ ტრასის სიგრძე არის 2550 მეტრი და აქვს კარგი ვირაჟები, რომელიც აძლევს უფლებას მოაწყოს რბოლა გრძელ დისტანციებზე (10 000 კმ-ზე მეტი) რეგლამენტით გრძელ დისტანციაზე „გამძლეობაზე“ რბოლის დროს, დაშვებული იყო სერიული მსუბუქი ავტომობილების მონაწილეობა, ავტომობილების მომსახურება და საწვავით შევსება ხდებოდა სპეციალურ საკონტროლო უბნებზე, ამ დროს მათზე დახარჯული დრო არ აკლდებოდა ჩასათვლელ ქულებს (დიდი ხნით გაჩერება არ იყო გათვალისწინებული), ხოლო ძირითადი ნაწილების შეცვლა რეკორდების დამყარების დროს არ შეიძლებოდა.

              გამძლეობაზე ასეთ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად კომპანია YACCO-მ მიიწვია იმ დროისათვის საუკეთესო მოდელები სხვადასხვა მწარმოებლებისგან, როგორებიც იყვნენ Voisin (საფრანგეთი)Ford, Delage Sprint 2 (საფრანგეთი) და რა თქმა უნდა, Citroën.

\\"history3\\"\

მრავალი ავტომწარმოებელი კოლეგებისაგან განსხვავებით   Citroën-ის მარკის დამფუძნებელი ანდრე სიტროენი არ იყო ავტორბოლების ფანატი, მაგრამ მშვენივრად გრძნობდა მის სარეკლამო მნიშვნელობას. 1922 წელს პარიზის თავზე თვითმფრინავებმა გამოსახეს სახელი სიტროენი და სამი წლის შემდეგ პარიზელებმა შეძლეს იგივე სახელის ნახვა, განათებულ ეიფელის კოშკზე. რომ მივიღოთ წარმოდგენა Citroën-ის სარეკლამო აქციებზე და მასშტაბებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საჭირო იყო 200 000 ნათურა და კილომეტრობით სადენები, ეიფელის კოშკის „სიტროენიზაციისათვის“ მაგრამ ეს იყო ცოტა. წარადგენდა რა თავის ავტომობილებს ანდრე სიტროენმა გადაკვეთა საჰარა უდაბნო პირველად ექსპედიციაში 1922-1923 წლებში, გადალახა რა მანძძილი ალჟირიდან აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილამდე, კეთილი ნების კონცხიდან კენიის გავლით პროექტში «Black Journey» 1924-25 წლებში, აგრეთვე განვლო გზა ბეირუთიდან პეკინამდე პროექტში «Yellow Journey» რომელზეჩ დახარჯული იყო 1 წელი (1931-32 წწ). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჯერ კიდევ 20-იან წლებში მისმა მანქანებმა დაიწყეს გამოსვლა ლე-მანში, თუმცა უშედეგოდ, ასე რომ ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობა YACCO-სთან შესაძლოა გამხდარიყო დასაწყისი სპორტული გამარჯვებებისა და გაყიდვების გაუმჯობესებისა.

         პარიზის 1928 წლის ავტოსალონზე სიტროენმა მოამზადა რიგი მოდელებისა „C”. მან საზოგადოებას წარუდგინა მოდიფიკაცია С4 (4 ცილინდრი, მაქსიმალური 80კმ/სთ) და C6 (6ცილინდრით, ლუქს-ვერსია, მაქსიმალური სიჩქარე 105კმ/სთ). ორივე მოდელს სთავაზობდნენ ძარის დიდი ასორტიმენტით და მომხმარებელში ძალიან პოპულარული იყო. სწორედ ამ მოდელმა და მისმა ბევრმა მოდიფიკაციამ მიიღო შემდგომში საერთო დასახელება Rosalie (როზალი), რომელიც გახდა საუკეთესო, რადგან აერთიანებდა სამ შემდგომ თაობას, ამ ავტომანქანებს სხვადასხვა ძარით, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ სამი სხვადასხვა ძრავებით, გამოდიოდნენ 1931 წლიდან 1938 წლამდე.

        1931 წლის 22 ოქტომბერს სერიული CitroënC6 F  ექვს ცილინდრიანი ძრავით და 2650 სმ3 მოცულობით, კომპანია YACCO-ს მიერ სპეციალურად იქნა შეძენილი. გამოდის მონტლერის ავტოდრომის ტრეკზე, რათა მრავალდღიანი შეჯიბრების დროს დაამყაროს პირველი რეკორდი, ავტომობილის გამძლეობაზე-100 000 კმ. არცერთი დაზიანებით, 1500 კმ. გარბენით დღე-ღამეში. ამ მნიშვნელის მიყწევის შემდეგ რბოლას აჩერებს თვით ანდრეს სიტროენი, რათა აუწიოს ფსონი: იმავე დღეს ავტომობილი კვლავ გამოდის ტრასაზე ახალი გამოცდისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ მწარმოებლებს ეძლევათ 1 000 000 ფრანკი, იმ შემთხვევაში თუ მათი ავტომობილი გაიმეორებს „პატარა როზალის“ რეკორდს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეკორდი იყო ღირშესანიშნავი იმით, რომ საბოლოოს გააქარვა წინა ამძრავის მუშაობის შესაძლებლობა, რომელზეც დადის დღეს მთელი მსოფლიო. წარმოსადგენია როგორ წინააღმდეგობას ხვდებოდა ის იმ წლებში.

          გააგრძელა რა მოძრაობა იმავე CitroënC6 ამყარებს კიდევ ერთ რეკორდს: 136 000 კმ. - საშუალო სიჩქარით 104კმ/სთ - იმ დროისთვის მიუღწეველი მაჩვენებელი.

\\"history2\\"\

           1933 წლის 15 მარტს ავტოდრომ მონტლერის ტრასაზე გამოდის „პატარა როზალის“ შემდეგი თაობა, ამჯერად Citroën С4 8CV-ს მოდიფიკაციით 4 ცილინდრიანი ძრავით 1628 სმ3 მოცულობით. YACCO-ს გუნდის რვა ავტომრბოლელით: ძმები César და LucienMarchand, LouisLeRoydePrésalé, AlphonseVaillant, RobertBodecot, RaphaëlFortin, MarcelCombettes და EdmondBertaux. ამ მრბოლელებს უნდა გაეტარებინათ მრავალი თვე ავტოდრომზე, შეეცვალათ ერთმანეთ ხუთ საათიანი ინტერვალით დასვენებისათვის, სპეციალურად ამისთვის აღჭურვილ ბოქსებში, რომლებიც აერთიანებდნენ, როგორც პილოტების დასვენებას, ასევე „პიტ-სტოპის“ ზონას დღევანდელი F1-ის რბოლის შემცვლელს, სადაც მიმდინარეობდა ავტომობილების ტექნიკური მომსახურება, საწვავით შევსება და გაცვეთილი საბურავების შეცვლა, როგორც თანამედროვე რბოლებში მექანიკოსებისგან მოითხოვდნენ სწრაფ და შეკრულ მუშაობას - რბოლის ქრონომეტრაჟს ახორციელებდა რვა სპეციალისტი საავტომობილო კლუბების საერთაშორისო ასოციაციის მიერ არჩეული (Association Internationale des Automobile Clubs Reconnus - AIACR).

             ამ რბოლის წარმატება ძნელად იყო გამოსაცნობი: უცნობი იყო როგორ გამოავლენდა თავის თვისებებს ახალი ავტომობილი, იმის და მიხედვით, როგორც „პირველი როზალი“ ესეც მთლიანად იყო სერიული წარმოების. მაგრამ რეალობამ გადააჭარბა ყველა გაბედულ მოვლენას: ეს რბოლა, რომელიც მიმდინარეობდა დღე-ღამის განმავლობაში და სხვადასხვა ამინდში, შეწყდა YACCO და CITROEN-ის  ერთობლივი გადაწყვეტილებით 134 დღის შემდეგ, 1933 წლის 27 ივლისს, როდესაც ავტომობილის სპიდომეტრმა აჩვენა გარბენი 300 000 კმ.

           იმავე დღეს ჟან დანტიაკი და ანდრე სიტროენი YACCO და CITROEN-ის   კომპანიების თანამშრომლების, პრესის და დიდი რაოდენობით მოწვეული ცნობილი სახეების თანხმლებით, მივიდნენ საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც შედგა მონტლერის ავტოდრომზე.

           იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაექარწყლებინათ სკეპტიკოსების ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ „პატარა როზალი“ ნამდვილად არის სერიული ავტომობილი, ანდრეს სიტროენმა გასცა ბრძანება გაეგზავნათ ავტომობილი რბოლის დამთავრების თანავე რიგ-რიგობით ორ ავტორიტეტულ ტექნიკურ დაწესებულებაში: საფრანგეთის საავტომობილო კლუბი (Automobile Club de France – ACF) და ხელოვნების და ხალხური რეწვის კონსერვატორიაში (Conservatoire national des arts et métiers – CNAM) ანალოგიურ მოდელთან ერთად, რომელიც არჩეული იყო კლუბის სპეციალისტების მიერ CITROEN-ის ქარხნის კონვეირიდან. 1934 წლის მარტში იქნა გამოქვეყნებული შედეგები მოცემული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც acheter du cialis en ligne ამტკიცებდნენ მთლიან იდენტურობას სერიულ მოდელთან.

             ეს „პატარა როზალი“ ისევე როგორც მისი წინამორბედი იყო სხვადასხვა გამოფენებისა და ღონისძიებების მონაწილე, რომლებბიც ტარდებბოდა საფრანგეთში შემდეგ წლებში: CITROEN-ის სტენდზე პარიზის 1933 წლის ავტოსალონზე, გამოფენებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც ორგანიზებული იყო YACCO და CITROEN-ის  მიერ. სამწუხაროდ არცერთ მოდელს ამ მოდელებისგან ჩვენამდე არ მოუღწევიათ. მაგრამ მათი ზუსტი ასლები დღესაც შეიძლება ვნახოთ სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებზე.

ვიდეო:

75 Years of La Rosalie Citroen Record