როგორ შეიქმნა YACCO

 

Denis PETIT (დენის პეტიტი) კომპანია YACCO-ს ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

 

ჩემი მუშაობა კომპანია YACCO-ში დაიწყო 1983 წლიდან, კომპანიის ლაბორატორიაში ინჟინერ-ქიმიკოსის რანგში, რომლის ხელმძღვანელი ვარ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

არ იქნება გაზვიადებული, რომ ვთქვა, YACCO-ს არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე, მისი ლაბორატორია და საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის არსებობა მეტ წილად განსაზღვრავს კომპანიის პოზიციას, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი საპოხი მასალებისა საფრანგეთში. ზეთების წარმოების პროცესში ფიზიკო-ქიმიური თვისებების კონტროლის გარდა, ჩვენი ლაბორატორია არის უფრო ფართო გაგებით სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სადაც ჩვენ ვამუშავებთ როგორც ახალ ტექნოლოგიებს, ასევე პროდუქტებს და მათ საფუძველზე ვუკეთებთ რეალიზაციას ერთობლივი ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამას, ზეთების და დანამატების მსოფლიო წამყვან მწარმოებლებთან.

ჩვენი თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაცია და თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აღჭურვილობის გამოყენება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ყოვლისმომცველი ანალიზი ზეთების, მათ შორის:
• კინემატიკური და დინამიკური სიბლანტის განსაზღვრა SAE-ს სიბლანტის კლასის მინიჭება.
• საერთო ტუტე და მჟავე ნორმების განსაზღვრა.
• ფოსფორის, მაგნიუმის, კალციუმის და თუთიის წილის ფრაქციის განსაზღვრა.
• ნავთობპროდუქტებში წყლის შემცველობის განსაზღვრა.
• ზეთის ნიმუშების ფეთქებად საშიში ტემპერატურის განსაზღვრა, სხვადასხვა ტემპერატურულ დიაპაზონში.
• ზეთის გაყინვის ტემპერატურის განსაზღვრა.
• ზეთის თერმული ჟანგვითი სტაბილურობის პროცესის განსაზღვრა, შიდა წვის ძრავში დაჟანგვის იმიტაციით.
• ზეთში მეტალის და ცვეთის პროდუქტების ნარჩენების რაოდენობის განსაზღვრა.

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოკვლევებში შეიძლება ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა დამოუკიდებელი ევროპული ლაბორატორიები.

ახალი სახეობის ზეთების მუდმივი კვლევების ძირითადი ამოცანა არის YACCO-ს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენს ლაბორატორიაში ჩატარებული გამოკვლევები მიმართული არის:
• ახალი ტექნოლოგიების ზეთების ჯგუფების წარმოებაზე Low SAPS, გოგირდის მცირე შემადგენლობით, ფოსფორის და სულფატების ნაცარი ძრავებისათვის, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე გაზის გამონაბოლქვის გამწმენდი აპარატურით.
• ძიება ზეთების გაუმჯობესებული თერმული ჟანგვითი პროცესის სტაბილურობისათვის, ანუ ძრავის ზეთის მდგრადობის წარმოქმნა მჟავეებისა და ფისების წინააღმდეგ მაღალ ტემპერატურაზე.
• ახალი პროდუქტების განვითარება, რომლებიც ადაპტირებულია ექსტრემალურ პირობებში და რთულ კლიმატურ ზონებში ექსპლუატაციისათვის.

ამ მხრივ, მათ შორის კომპანია YACCO-ს მიერ შეთავაზებულია ფართო ასორტიმენტის პროდუქცია, რომელთა შორის ბევრი მათგანი, გარდა ამისა შეესაბამება მრეწველობის ძირითად სპეციფიკაციას, როგორიცაა ACEA და API, ასევე აქვს მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ნდობა, შეიძლება ითქვას მაღალი კლასის სინთეტიკური ძრავის ზეთები POLYALPHAOLEFINE-ს ბაზაზე დამატებულია რთული ეთერები, როგორიცაა მაგალითად: , VX 1600 0W-30 და VX 1000 LL 0W-40. კომბინაცია დაბალ ტემპერატურაზე გაყინვისა, მაღალ თერმულ სტაბილურობაზე და დაჟანგვის წინააღმდეგობაზე, დაბალი არასტაბილურობის გამო შეუძლია გაზარდოს ძრავის მუშაობის დრო, შეამციროს ენერგიის მოხმარება და ზეთის შეცვლის ინტერვალის გაზრდა, ზეთის თავდაპირველი თვისებების დაკარგვის გარეშე. ეს უპირატესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო წლებში, დაბალი სიბლანტის ძრავის ზეთების მზარდი მოხმარების გამო, განკუთვნილია შეცვლის გაზრდილ ინტერვალზე.

POLYALPHAOLEFINE-ს ზეთები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში არის სინთეტიკური ზეთები და აქტიურად გამოიყენება კომპანია YACCO-ს მიერ წარმოებულ პროდუქციაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში (catalytic hydrocracking) ზეთები მიღებული ღრმა ჰიდროგაწმენდის პროცესების შედეგად, როგორიც არის კატალიზური (catalytic hydrocracking) და შემდგომი ჰიდროიზომერაცია (hydroisomerization), მიუახლოვდნენ ხარისხით POLYALPHAOLEFINE-ს ზეთებს, ეს უკანასკნელი კიდევ ფლობს მნიშვნელოვან უპირატესობას, რომ გამოიწვიოს მათი გამოყენება YACCO-ს პროდუქციებში, კერძოდ იმუშაოს ექსტრემალურ პირობებში მაღალ დატვირთვაზე და სიჩქარეებზე.

ვიმყოფებით, რა ახალი ტექნოლოგიების მუდმივ ძიებაში, ჩვენი მიზანია შევესაბამებოდეთ მრეწველობის თანამედროვე მოთხოვნებს, რათა შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.