lube banner

ავტოგარბენი „პარიზი-პეკინი“რეტრო ავტომობილებით YACCO-ს ზეთით

ენთუზიასტების ჯგუფის მიერ ორგანიზებული რალი რეიდი პარიზი-პეკინი რეტრო ავტომობილებზე სტარტი აიღო 10 ივლისს პარიზში და დაისახა მიზნად გაევლო 11 000 კმ-ზე მეტი რათა მისულიყო ფინიშამდე, რომელიც დაგეგმილი იყო 15 აგვისტოს პეკინში. დაახლოებით 20 სხვადასხვა რეტრო ავტომობილები ძირითადად ფრანგული წარმოების სიტროენი ისეთი მოდელები როგორიცაა 2CV & DS უკვე გაიარეს ევროპის კონტინენტის ცენტრალური ნაწილი და 4 300კმ-ის გავლის შემდეგ 21 ივლისს ჩავიდნენ რუსეთის დედაქალაქში, იმისათვის რომ შემდეგ დღეს წასულიყვნენ ნიჟნი ნოვგოროდში და შემდეგ მარშუტით გაივლიდნენ ქალაქებს: ყაზანი, ეკეტერინბურგი, პერმი, ტიუმენი, ომსკი და ა.შ.

ავტოგარბენის შემადგენლობაში შედიოდნენ ლეგენდარული ავტომობილები სიტროენი DS, რომელიც ამ წელს აღნიშნავდა თავის 60 წლის იუბილეს. ერთ-ერთ მათგანს მართავდა ლეგენდარული ფრანგი ავტომრბოლელი 81 წლის ბობ ნეირე, ორგზის გამარჯვებული რალი მონტე-კარლო მართავდა ამ მოდელის ავტომობილს. რა თქმა უნდა, ავტოგარბენი ასეთი სირთულის და ხანგრძლივობის არ შეიძლება მაღალი კლასის საპოხი მასალების გარეშე ამიტომ YACCO იღებს მონაწილეობას ამ გამოცდაში.