ტურ დე კორსის. WRC2: მორენი იბრძვის ლიდერობისათვის

ჟულიენ მორენი ხელმძღვანელობდა პროტოკოლი WRC2 ტურ დე კორსაზე მე-5 სპეცმონაკვეთის გავლის შემდეგ. ფრანგმა პილოტმა ისარგებლა კრეიგ ბრინის გარკვეული დაბნეულობით, მაგრამ ამასთან ერთად თავისთან მიუშვა ესაპეკუ ლაპპი - ბრძოლა შორს არის დამთავრებისაგან.

პილოტებს შორის ტრასაზე WRC2-დან პირველი იყო კრეიგ ბრინი. გუშინ ირლანდიელი იყო საუკეთესო, მაგრამ შაბათს თითქოს არ იყო თავის თავში დარწმუნებული. მართალია 36კმ მონაკვეთის ფინიშთან იყო საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობილი. „სპეცმონაკვეთის მეორე ნახევარზე რთული იყო გამოცნობა მოჭიდების ხარისხისა ტრასაზე. მაგრამ მე გავიარე დამაჯერებლად - ვნახოთ ჩვენი მეტოქეების შედეგები“.

ჟულიენ მორენის და ესპეკუ ლაპპის შედეგები აშკარად არ მოეწონა ირლანდიელს - ისინი ნახევარი წუთით სწრაფები აღმოჩნდნენ. ბრძოლაზე გავლენა იქონია სპეცმონაკვეთის მეორე ნახევარმა, რადგან სპეცმონაკვეთის სამივე პილოტმა ერთნაირ ტემპში დაიწყო მაგრამ შემდეგ კრეიგმა აშკარად წააგო.

ასე რომ ლაპპი და მორენი დაწინაურდნენ მაგრამ ფინელისათვის ტურ დე კორსი არის საჭირო საჩემპიონო რბოლის თვალსაზრისით, მაგრამ ფრანგი არ აპირებს მიაწოდოს მას საჩუქარი. სპეცმონაკვეთზე ლაპპი 4 წამით სწრაფი იყო, მაგრამ საერთო ჯამში ჟულიენს ჩამორჩა 2.2 წამით. მრბოლელებმა აჩვენეს დაახლოებით ერთნაირი ტემპი, ასე რომ შაბათის დარჩენილი მონაკვეთი და კვირის დარჩენილი მონაკვეთი უნდა იყოს საინტერესო.

სამწუხაროდ ამ ბრძოლიდან გამოვარდა ერიკ კამიი. ფრანგს ჰქონდა შანსი პოდიუმზე ასვლის, მაგრამ მეხუთე სპეცმონაკვეთის სტარტზე ქვას გამოედო და განაგრძობდა რბოლას დროის დიდი დანაკარგით. საბოლოოს ჯამში ის ლიდერებს ჩამორჩა 2.5 წუთით.

20151003 maurin

ტურ დე კორსი. WRC2 ლიდერების მდგომარეობა სუ5-ის მიხედვით.
1) ჟულიენ მორენი (Ford Fiesta RRC) 1:17:24.8
2) ესაპეკუ ლაპპი (Skoda Fabia R5) +2.2
3) კრეიგ ბრინი (Peugeot 208T16 R5) +21.4
4) არმინ კრემერი (Skoda Fabia R5) +34.1
5) ტემი სუნინენი (Ford Fiesta R5) +1:52.3