ინტერვიუ ჟულიენ მორანთან

Maurin

გვარი: მორანი
სახელი: ჟულიენი
დაბადების წელი: 2 მარტი 1985
რალიში სპორტული კარიერის დასაწყისი: 2007 წელი

მიღწევები:
• საფრანგეთის ჩემპიონატი რალიში (ასფალტი) :
• 2014: გამარჯვება რალიში (Rallye du Touquet)-ში.
• 2013: საფრანგეთის ჩემპიონი რალიში, Ford Fiesta WRC (მეორე პილოტი ნიკოლა კლინჟე)
• 2013: გამარჯვება საფრანგეთის ასფალტის ჩემპიონატის ექვს ეტაპზე RallyeLyon-Charbonnières, RallyedesVins-Mâcon, RallyeduMont-Blanc, Rallyed'Antibes, CritériumdesCévennes და RallyeduVar.
• საფრანგეთის ჩემპიონი რალიში მოხრეშილ გზაზე
• 2010:: გამარჯვება Rallye Terre de Vaucluse.



კითხვა: შენ რომ იყო სხვა პილოტი, ვინ გინდოდა რომ ყოფილიყავი?
პასუხი: სებასტიან ოჟე. (Volkswagen Motorsport), მისი მიზანსწრაფვა გამარჯვებისკენ.


კითხვა: სპორტის სხვა სახეობებით თუ იყავით დაკავებული?
პასუხი: ფეხბურთით, სერიოზულად ვვარჯიშობდი 15 წლის განმავლობაში, მაგრამ შემდგომ ავტოსპორტმა გაიმარჯვა.


კითხვა: რომ დაგჭირვებოდათ საცხოვრებლად ქვეყნის გამოცვლა სად იცხოვრბდით?
პასუხი: ესპანეთში - ტაპასი, ფიესტა, მზე...


კითხვა: რა იყო მთავარი მოტივი ბოლო დროს?
პასუხი: « I believe I can fly ». განსაკუთრებით აქტუალური იყო გასულ უქმეებზე (რალი Vin de Macon 2013), როდესაც ჩვენ ნიკოლა კლინჟე, მეორე პილოტთან არცთუისე ცუდად ავფრინდით ერთ-ერთ მონაკვეთზე.


კითხვა: რაში დახარჯავდით საპრიზო ფონდს?
პასუხი: რადგან ამჟამად მე ვარ ახალგაზრდა მამა, მთლიანად დავახარჯავდი ჩემს ქალიშვილ პაულას.


კითხვა: რომ შეიძლებოდეს ცხოვრების რომელიმე მომენტის დაბრუნება რომელ მომენტს დააბრუნებდით?
პასუხი: გასულ ნოემბერში ქალიშვილის დაბადება! მას შემდეგ 7 თვე გავიდა და ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს.


კითხვა: შეძლებდი თუ არა სერიოზულ ფილმში მონაწილეობის მიღებას?
პასუხი: შანსი თუ მომეცემოდა - ტონი მონტანას როლში ფილმიდან „SCARFACE” საკულტო ფილმია!


კითხვა: რომელ სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებდი მონაწილეობას?
პასუხი: ლე-მანის 24-საათიან რბოლაში, ეს იქნებოდა ძალიან კარგი. მე უკვე მხვდა დიდი პატივი მიმეღო მონაწილეობა Rally Monte-Carlo და Tourde Corse-ში, ვიმედოვნებ ყველაფერი წინ არის.


კითხვა: ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილებოა ამ ორი რბოლიდან?
პასუხი: პირველი ჩემი Rally Monte-Carlo საჭესთან Fiat Punto S2000-ის.


კითხვა: რომ შეგეძლოთ აირჩიოთ პილოტები WRC1-დან, ვის აირჩევდით?
პასუხი: სებასტიან ლები, მისი გამოცდილებით, და სებასტიან ოჟე, მისი სწრაფვის გამო ფრენისკენ ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება შემდგომი 2 წლის განმავლობაში.


კითხვა: რა სპორტული მიზნები გაქვს მიმდინარე წელს?
პასუხი: რა თქმა უნდა, გავხდე საფრანგეთის ჩემპიონი რალიში, ეს პრიორიტეტული ამოცანაა როგორც მთელი გუნდისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზე დამოკიდებულს, რომ მივაღწიოთ მიზანს.