კომპანია YACCO არის ზეთების ექსკლუზიური მწარმოებელი ავტომობილებისათვის HISPANO-SUIZA

ფრანგული კაბრიოლეტი «Hispano-Suiza J12», 1933 წლის, 12 ცილინდრი 200 ცხენის ძალა, მაქსიმალური სიჩქარე 140კმ/სთ.
თუ თქვენს ავტოფარეხში არის ეს ავტომობილი, მაშინ შეგახსენებთ, რომ საჭიროა გამოიყენოთ მხოლოდ ოფიციალურად რეკომენდირებული მწარმოებლის ზეთი, რა თქმა უნდა მარკა YACCO.

თავის დროზე ესპანურ ფრანგული კომპანია HISPANO-SUIZA იყო პრესტიჟული და ძვირადღირებული მარკა, უსწრებდა რა ხარისხით და კონსტრუქციის მდგრადობით თავის ყველა კონკურენტს. Hispano-Suiza-ს ავტომობილებით დადიოდნენ სიამის პრინცი, მილიონერი როტშილდი, ესპანელი დიქტატორი ფრანკო და პაბლო პიკასო. როგორც სხვა მწარმოებელი ძვირფასი ავტომობილებისა, კომპანია არ უშვებდა ტიპიურ ძარებს თავისი ავტომობილებისათვის, ათავსებდა შეკვეთებს ინდივიდუალურ დიზაინზე შემკვეთის მოთხოვნის მიხედვით ცნობილ ევროპულ და ამერიკულ ატელიებში. ამ მიზეზების გამო Hispano-Suiza-ს ავტომობილებს აქვთ განუმეორებელი ინდივიდუალური სახე.

1930 წლის პარიზის ავტოსალონზე კომპანია Hispano-Suiza-მ წარმოადგინა მოდელი J12, რომელშიც გამოყენებული იყო მოდიფიცირებული საავიაციო ძრავი. წარმოების ერთი წლის განმავლობაში გამოშვებული იყო J12-ის მოდელის 102 ავტომობილი.
კომპანია YACCO არის ზეთების ექსკლუზიური მწარმოებელი Hispano-Suiza-ს ავტომობილებისათვის.