წესები და პირობები
1. შეთანხმების საგანი 1.1 წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს "მომხმარებელსა" და "კომპანიას" შორის ურთიერთობას, რომელიც წარმოიშობა "მომხმარებლის" მიერ "კომპანიაში" პროდუქციის/საქონლის შეძენის, მომსახურების გაწევის, "კომპანიის" მიერ საგარანტიო ვალდებულებების შესრულების ან/და "კომპანიის" მიერ "მომხმარებლისათვის" ლოიალობის ბარათის გადაცემის დროს. 1.2 შეთანხმებაზე ხელმოწერით, "მომხმარებელი" ადასტურებს, რომ დეტალურად გაეცნო შეთანხმების პირობებს და გამოხატავს თანხმობას, რომ "მომხმარებლის" მიერ "კომპანიის" ნებისმიერი სახის საქონლის ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში, იმოქმედებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. 1.3 იმ შემთხვევაში, თუ "მომხმარებელსა" და "კომპანიას" შორის ურთიერთობა დარეგულირდება სხვა შეთანხმებით, სხვა შეთანხმებით გათვალისწინებულ სპეციალურ პირობებსა და წინამდებარე გენერალური შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სპეციალურ პირობებს. 1.4 წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით "მომხმარებელი" აცხადებს თანხმობას, რომ "კომპანიის" მიერ განხორციელდეს მისი რეგისტრაცია "კომპანიის" ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში. რეგისტრაცია გულისხმობს ელექტრონულ სისტემაში "მომხმარებლის" წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების ასახვას. 1.5. "კომპანია" უფლებამოსილია ცალმხრივად ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წინამდებარე შეთანხმებაში, რის შესახებაც ინფორმაციას განათავსებს ვებ-გვერდზე - https://www.alfamotors.ge/. 2. კომპანიის ლოიალობის ბარათი 2.1. "კომპანიის" ლოიალობის ბარათის "მომხმარებლისთვის" გადაცემა ითვალისწინებს "მომხმარებლისთვის" უფლებამოსილების მინიჭებას ბარათის და "მომხმარებლის" პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ან მხოლოდ "მომხმარებლის" პიროვნების მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს "კომპანიის" მიერ გამოცხადებულ აქციებში და აღნიშნული აქციების ფარგლებში მიიღოს საქონელი/მომსახურება ან/და ისარგებლოს ლოიალობის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებით. "მომხმარებლის" პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, სადაც მითითებულია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტოსურათი და დოკუმენტის მოქმედების ვადა. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი ან/და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია ბარათთან ერთად წარმოადგინოს პასპორტი. 2.2 წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით "მომხმარებელი" ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია კატეგორიების მიხედვით ბარათის გაცემის/გაუქმების, კატეგორიის ცვლილების და ბარათის გამოყენების წესები და პირობები, რომელიც დეტალურად არის განთავსებული ვებ-გვერდზე - https://www.alfamotors.ge/ და წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. "კომპანია" უფლებამოსილია ლოიალობის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესში ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები. 2.3 ლოიალობის ბარათი გაიცემა კონკრეტულ "მომხმარებელზე", შესაბამისად, დაუშვებელია "მომხმარებლის" მიერ ბარათის სხვა პირზე გადაცემა. 2.4 იმ შემთხვევაში, თუ "მომხმარებელი" დარეგისტრირებულია შპს "ალფა მოტორსის" (ს/კ: 202177205) მომხმარებელთა ბაზაში და ფლობს ამ კომპანიის ლოიალობის ბარათს, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით, "მომხმარებელი" ანიჭებს "კომპანიას" უფლებამოსილებას შპს "ალფა მოტორსისგან" (ს/კ: 202177205) გამოითხოვოს ინფორმაცია "მომხმარებლის" მიერ შპს "ალფა მოტორსში" შესყიდული საქონლის/პროდუქციის ან/და მომსახურების სრული ღირებულების შესახებ, ხოლო შპს "ალფა მოტორსს" ანიჭებს უფლებამოსილებას "კომპანიის" მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას აღნიშნული ინფორმაცია. 3. მომსახურების შესყიდვა 3.1 "მომხმარებლის" მიმართვის შემთხვევაში "მომხმარებელსა" და "კომპანიას" შორის წარმოიშობა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში "კომპანია" იღებს მომსახურების გაწევის ვალდებულებას. 3.2 "მომხმარებელს" "კომპანია" მომსახურებას უწევს ან "კომპანიის" საკუთრებაში არსებული საქონლით (რომელსაც "მომხმარებელი" შეიძენს "კომპანიისგან") ან მხარეთა შეთანხმებით მომხმარებლის მიერ მოწოდებული საქონლით. 3.3. თუ მომსახურების გაწევა ხორცილედება "მომხმარებლის" საქონლით, იგი ვალდებულია მომსახურების განაცხადის გახსნიდან 21 (ოცდაერთი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ამ საქონლის "კომპანიისათვის" მიწოდება. 3.4 თუ "მომხმარებელმა" დაარღვია 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადა და დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო საქონლის მიწოდება "კომპანიისთვის", "კომპანია" უფლებამოსილია "მომხმარებელს" დააკისროს წინამდებარე შეთანხმების 3.7 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოცდენის საფასური. 3.5. "კომპანია" არ იღებს პასუხისმგებლობას "მომხმარებლის" მიერ "კომპანიის" ტერიტორიაზე (სარემონტო ზონა, შოურუმი, სერვისი, ღია ცის ქვეშ ტერიტორია და სხვა) დატოვებულ/დარჩენილ ნივთებზე, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებაში დატოვებულ/დარჩენილ ნივთებზეც. 3.6. "კომპანია" იხსნის პასუხისმგებლობას "კომპანიის" ტერიტორიაზე (სარემონტო ზონა, შოურუმი, სერვისი, ღია ცის ქვეშ ტერიტორია და სხვა) გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე და მისთვის მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანზე/ზარალზე, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებას ზიანი მიადგება ბუნებრივი მოვლენების/ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შედეგად, როგორიც არის: სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი და ა.შ. 3.7 მომსახურების გაწევის შემდეგ "მომხმარებელი" ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების გაყვანა "კომპანიის" ტერიტორიიდან. იმ შემთხვევაში, თუ "კომპანია" შეატყობინებს "მომხმარებელს" მომსახურების დასრულების თაობაზე და "მომხმარებელი" არ უზრუნველყოფს მისი სატრანსპორტო საშუალების გაყვანას "კომპანიის" ტერიტორიიდან შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, "კომპანია" უფლებამოსილია "მომხმარებელს" დააკისროს კომპანიის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის მოცდენის საფასური - 1 დღე-ღამისთვის 5 (ხუთი) ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით). 3.8. "მომხმარებელი" ვალდებულია მომსახურების გაწევის შემდეგ ან/და მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისთანავე უზრუნველყოს მისი კუთვნილი, გამოცვლილი სათადარიგო ნაწილების გატანა "კომპანიის" ტერიტორიიდან, ხოლო "მომხმარებლის" მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისას, "კომპანია" უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს გამოცვლილი სათადარიგო ნაწილები. 3.9. მხარეები თანხმდებიან, რომ გაწეული მომსახურების თაობაზე "კომპანიის" მიმართ პრეტენზიის წარდგენის უფლება "მომხმარებელს" აქვს მომსახურების გაწევიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ "მომხმარებელი" კარგავს "კომპანიის" მიმართ პრეტენზიის წარდგენის უფლებას. 3.10. "მომხმარებლის" მიერ მომსახურების საფასურის ან წინამდებარე შეთანხმების 3.7 ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, "კომპანიას" მის ტერიტორიაზე არსებულ "მომხმარებლის" სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოეშობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მფლობელობითი გირავნობის უფლება. 3.11. თუ "კომპანია" "მომხმარებელს" გაუწევს მის საკუთრებაში/კანონიერ მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებაზე საბურავის მოხსნა/დაყენების მომსახურებას, თითოეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, 50 კმ-ს გავლის შემდეგ აუცილებელია, მწარმოებლის მოთხოვნების შესაბამისად, "მომხმარებლის" მიერ გადამოწმდეს თვლის სარჭი ქანჩის დაჭერის მომენტი, აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში "კომპანია" პასუხისმგებლობას იხსნის მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანზე/ზარალზე. 3.12. მომსახურების მიღების შემთხვევაში "კომპანია" უფლებამოსილია მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი "მომხმარებელს" გადასცეს ამობეჭდილი ფორმით ან გაუგზავნოს ელექტრონულად "კომპანიის" სამომხმარებლო ბაზაში რეგისტრირებულ "მომხმარებლის" ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით. "მომხმარებელი" უფლებამოსილია მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარდგენის სანაცვლოდ, მოითხოვოს აღნიშნული დოკუმენტის ამობეჭდილი ვერსიის გაცემა. 4. საქონლის შესყიდვა 4.1 "მომხმარებლის" მიმართვის შემთხვევაში "მომხმარებელსა" და "კომპანიას" შორის წარმოიშობა სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ, "კომპანია" იღებს ვალდებულებას გარკვეული ღირებულების სანაცვლოდ გადასცეს "მომხმარებელს" მოთხოვნილი საქონელი. 4.2 "მომხმარებელი" უფლებამოსილია "კომპანიის" საქონელი შეიძინოს "კომპანიის" მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, "კომპანიის" სერვის-ცენტრის ან/და მაღაზიის, მობილური სერვისის (ადგილზე მომსახურება), ასევე, ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით ვებ.გვერდზე: https://shop.alfamotors.ge/. 4.3 საქონლის შესაძენად, "მომხმარებელი" ირჩევს მისთვის სასურველ საქონელს, რის საფუძველზეც "კომპანიის" მიერ დგება შესაბამისი ინვოისი. 4.4. საქონლის შეძენის შემთხვევაში "კომპანია" უფლებამოსილია საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი "მომხმარებელს" გადასცეს ამობეჭდილი ფორმით ან გაუგზავნოს ელექტრონულად "კომპანიის" სამომხმარებლო ბაზაში რეგისტრირებულ "მომხმარებლის" ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით. "მომხმარებელი" უფლებამოსილია საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარდგენის სანაცვლოდ, მოითხოვოს აღნიშნული დოკუმენტის ამობეჭდილი ვერსიის გაცემა. 4.5 იმ შემთხვევაში, თუ შეძენილ საქონელს გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში აღმოაჩნდება ნაკლი, "მომხმარებელი" ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე "კომპანიას". 5. საგარანტიო პირობები 5.1 "მომხმარებელსა" და "კომპანიას" შორის არსებული ურთიერთობის დროს, ნებისმიერი სახის საქონლის ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში, დეტალური საგარანტიო პირობები განთავსებულია ვებ-გვერდზე https://www.alfamotors.ge/. "კომპანია" უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს საგარანტიო პირობები. ასევე, გარანტია ვრცელდება "კომპანიის" სერვის-ცენტრში გამოყენებულ/დამონტაჟებულ საქონელზე, რომელიც შეძენილი იქნება "კომპანიაში"; 5.2. იმ შემთხვევაში, თუ "მომხმარებელზე" გაცემული იქნება საქონლის/მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ამობეჭდილი ვერსია, "მომხმარებლის" მიერ საქონელზე/მომსახურებაზე საგარანტიო პირობებით სარგებლობისთვის სავალდებულოა "მომხმარებლის" მიერ "კომპანიისთვის" აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეძენილ მომსახურებაზე/საქონელზე საგარანტიო პირობები არ გავრცელდება. 6. პერსონალური მონაცემები 6.1 წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით, "მომხმარებელი" უფლებამოსილებას ანიჭებს "კომპანიას" დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები "კომპანიის" მიერ "მომხმარებლისათვის" მომსახურების გაწევის/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, "კომპანიის" ინტერესების დაცვის, პირდაპირი მარკეტინგის და სხვა კანონიერი მიზნებისთვის. 6.2 "მომხმარებელი" ადასტურებს, რომ "კომპანიის" მიერ განხორციელდება შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავება: "მომხმარებლის" პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, გამოშვების თარიღი, გარბენი, სახელმწიფო ნომერი, ვინ კოდი, ძრავის ტიპი, ძრავის მოცულობა, ძრავის სერიული ნომერი. 6.3 "მომხმარებელი" "კომპანიას" ანიჭებს უფლებამოსილებას "მომხმარებლის" პერსონალური მონაცემები გადასცეს მესამე პირებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ასევე, გადასცეს "კომპანიის" შვილობილ ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, "კომპანიის" მიერ "მომხმარებლისთვის" მომსახურების გაწევის/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, "კომპანიის" ინტერესების დაცვის, პირდაპირი მარკეტინგის ან/და სხვა კანონიერი მიზნებისთვის. 6.4 წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით "მომხმარებელი" ადასტურებს, რომ ინფორმირებულია მისი უფლებების შესახებ, კერძოდ, "კომპანიისგან" პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის, მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულის შესახებ "მომხმარებელი" "კომპანიას" მიმართავს ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარის ან "კომპანიის" იურიდიულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. 6.5. იმ შემთხვევაში, თუ "მომხმარებელი" წინამდებარე "შეთანხმების" გაფორმებამდე, დარეგისტრირებულია შპს "ალფა მოტორსის" (ს/კ: 202177205) ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში, "მომხმარებელი" ანიჭებს "კომპანიას" უფლებამოსილებას შპს "ალფა მოტორსისგან" გამოითხოვოს წინამდებარე შეთანხმების 6.2 პუნქტში მითითებული "მომხმარებლის" პერსონალური მონაცემები, ხოლო შპს "ალფა მოტორსს" ანიჭებს უფლებამოსილებას "კომპანიის" მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას აღნიშნული ინფორმაცია. 7. მხარეთა შორის კომუნიკაციის წესი 7.1 წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით "მომხმარებელი" ადასტურებს "კომპანიის" უფლებამოსილებას, რომ მასთან კომუნიკაცია განახორციელოს მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარის ან მატერიალური ფორმით შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით. 7.2. "კომპანია" უფლებამოსილია ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილება წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ ან/და ვებ-გვერდზე განთავსებულ პირობებში, ხოლო ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაცია განათავსოს "კომპანიის" ვებ-გვერდზე. 7.3. იმ შემთხვევაში თუ "კომპანიის" მიერ წინამდებარე შეთანხმებაში შეტანილი ცვლილება აუარესებს "მომხმარებლის" მდგომარეობას, "კომპანია" ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე "მომხმარებელს" აცნობოს წინამდებარე მუხლის 7.1 პუნქტში მითითებული რომელიმე საშუალებით. 8. დასკვნითი დებულებები 8.1 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. 8.2. "მომხმარებლის" მიერ "კომპანიის" ნებისმიერი საქონლის ან/და მომსახურების შეძენის დროს "კომპანიის" მიერ შედგენილ და "კომპანიის" ბიზნეს პროცესების მართვის სისტემაში (SAP) დაცულ დოკუმენტებს აქვს იურიდიული ძალა. 8.3 შეთანხმების ხელმოწერისთანავე ძალას კარგავს წინამდებარე შეთანხმების საგანთან დაკავშირებული მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი სახის შეთანხმება. 8.4 წინამდებარე შეთანხმება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს.